უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის გარშემო, სამხრეთ ფლანგზე, ასევე ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ.
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ბახმუტის გარშემო სამხრეთ ფლანგზე, არის გარკვეული წინსვლა. გრძელდება ბრძოლა პოზიციების შეცვლის გარეშე. მტერი ბახმუტის მიმართულებით დამატებითი ძალებისა და ტექნიკის კონცენტრაციას განაგრძობს“, - განაცხადა მალიარმა.
მისი თქმით, ქალაქ ბახმუტში ორივე მხრიდან გრძლედება ბრძოლა. მტერი ინტენსიურ ცეცხლს იყენებს.
სამხრეთით არსებული ვითარების კომენტირებისას, მალიარმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები დღის განმავლობაში ეტაპობრივად, თუმცა დამაჯერებლად წინ მიიწევენ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით.
„შეტევის ყველა მიმართულებით ბრძოლები გრძელდება. ჩვენი დამცველები ასრულებენ თავიანთ სამუშაოს რამდენიმე დასახლებული პუნქტის გარშემო. მაგრამ დეტალები მაშინ გახდება ცნობილი, როდესცა ოპერაციის უსაფრთხოებაში დავრწმუნებდით“, - განაცხადა მან.
მალიარმა ასევე განაცხადა, რომ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით მტერი აქტიურად მოქმედებს. დღის განმავლობაში მან შეტევის რამდენიმე მცდელობა განახორციელა, თუმცა კრახი და დანაკარგი განიცადა.
ავდეევკის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება. მტერი წარუმატებლად ცდილობს შეტევის განხორციელებას, უკრაინის დამცველები მას შანსს არ უტოვებენ. მარინკის მიმართულებით მტერმა გაზარდა შეტევითი მოქმედებები ტექნიკის გამოყენებით, თუმცა წარუმატებლად.
„ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს ყველა შტურმი და მნიშვნელოვნად შეამცირეს მტრის შეტევითი პოტენციალი“, - აღნიშნა მალიარმა.