იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იტალია მხარს უჭერს უკრაინას და ამგავრად იცავს საერთაშორისო სამართალს.
„იტალია კიევის მხარდაჭერით იცავს საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის პასუხად, დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ.
„ისინი, ვინც სიმშვიდეში ცხოვრობენ, უკრაინის პირველი მხარდამჭერები უნდა იყვნენ“, - განაცხადა მელონიმ.
ბაიდენმა მელონისა და იტალიელ ხალხს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის.
„იტალია და აშშ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. მადლიერი ვარ თქვენი ძლიერი მხარდაჭერისთვის რუსეთის სიმხეცისგან დაცვაში. მადლიერი ვარ იტალიელი ხალხის, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, იმისთვის, რომ ისინი მხარს გიჭერენ თქვენ და უკრაინას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.