რუსულმა საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნისა და პროტესტის ფონზე დატოვა.
ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა
პარალელურად აქცია იყო თბილისში, პარლამენტის შენობასთან.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემია გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული ოყო პოლიციაც.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ ჰქონდათ ბანერები - "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს", "Русский корабль, иди на...й".
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო, ბათუმის პორტში დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. Astoria Grande-ს "ვარსკვლავური" კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.