აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კითხვაზე რა შეიძლება იყოს საქართველოს სამთავრობო მედიებისა და ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის საელჩოსადმი ბრალდებების მიზეზი, უპასუხა, რომ რომელიმე მხარის განცხადებების "ფსიქოლოგიური შეფასებას" არ აპირებს.
"მე მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ" - განაცხადა ვედანტ პატელმა.