საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე არაკონსტრუქციული პოზიცია დაიკავა და ფაქტობრივად, იგნორირება მოხდინა აფხაზეთისა და სამხრე ოსეთის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებისა იმის შესახებ, რომ ისინი ძალის გამოყენებაზე უარს აცხადებენ. განცხადება ამის შესახებ დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ალექსეი საზონოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის განცხადებებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე ახალი ატმოსფერო შექმნა და რეალურად ხელის შეუწყო სტაბილურობის გაძლიერებას რეგიონში.
"წინ წაწევას კი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში ხელი შეუშალა საქართველოს წარმომადგენელთა მიერ დაკავებულმა არაკონსტრუქციულმა პოზიციამ, რომელმაც ფაქტობრივად მეზობლების განცხადების იგნორირება მოახდინეს. კვლავ ცხადი გახდა თბილისი არამზაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განვითარებისა", _ განაცხადა საზონოვმა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო, მე-15 რაუნდი 2011 წლის მარტისათვის დაინიშნა.