ნატო-უკრაინის საბჭოს მეორე სხდომაზე, რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ცალმხრივად დატოვება და ოდესის, მიკოლაივისა და სხვა საპორტო ქალაქების წინაააღმდეგ რუსეთის თავდასხმები დაგმეს.
ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განხილული იყო რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა, რომლიც მიმართულია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელებისკენ, ხმელეთით და ზღვით.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში „სახიფათო და ესკალაციურ“ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს „შიმშილის იარაღად გამოყენება“ და პირობა დადო, რომ კიევის მხარდაჭერა გაძლიერდება.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ გაძლიერებულ მეთვალყურეობას და დაზვერვას შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების დახმარებით.
აღნიშნული სხდომა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციტივით გაიმართა.