ვაგრძელებთ პენსიონერებთან შეხვედრას, ვართ ქალაქ რუსთავში, ვხვდებით პენსიონერებს და ჩვენი მთავარი დაპირებაა 400 ათასამდე პენსიონერს გაუნულდეს საპენსიო სესხი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად რუსთავში პენსიონერებს შეხვდა და მათ საპენსიო რეფორმა გააცნო.
„ჩვენ ვაგრძელებთ პენსიონერებთან შეხვედრას , ვართ ქალაქ რუსთავში, ვხვდებით პენსიონერებს, ჩვენი მთავარი დაპირებაა 400 ათასამდე პენსიონერს გაუნულდეს საპენსიო სესხი, რაც ჯამში არის 345 მილიონი 400 მილიონ ლარამდე. ამ პენსიონერებს ძარცვავს ივანიშვილთან ერთად რუხაძე და ლიბერთი ბანკი. ამიტომ დიდ ნაწილს ძირი თანხაც დაფარული აქვს და ყოველდღიურად კაბალურ პირობებში უწევთ ამ საპენსიო სესხზე ფიქრი და გადახდა, ამიტომ ჩვენი მთავარი დაპირება მდგომარეობს საპენსიო სესხების განულებაში. მეორე, რაც გვინდა რომ დავპირდეთ მოსახლეობას არის, რომ საპენსიო ასაკი დაიწევს მამაკაცებში და 65-ის ნაცვლად იქნება 60 წელი. მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი, ოღონდ ეს არის ახლა რას გავაკეთებთ და არა გრძელვადიან პერსპექტივაში, 400 ლარიდან 600 ლარამდე, ვგულისხმობ იმას, რომ დღეს 70 წლის ზემოთ არის დანამატი, 65 წლის ზემოთ უნდა იყოს დანამატი ყველასთვის და შ600 ლარიანი პენსია უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა. ამ საპენსიო რეფორმას ვაცნობთ ქალაქ რუსთავში ადგილობრივებს, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავდივართ, ვხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და ცხადია, ვესაუბრებით იმ მოქალაქეებზე, რომელსაც გამარჯვების პლატფორმა გაატარებს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.