საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდნენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ახალი ატმოსფერო შექმნეს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.
კარასინმა აღიარა, რომ "ამ ახალი ატმოსფეროს ბოლომდე გამოყენება ვერ მოხერხდა, თუმცა თავად პრეზიდენტებს მიერ მართალია ცალმხრივად, მაგრამ მაინც გაკეთებულ განცხადებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ადასტურებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი კარგი მოედანია საკითხთა განსახილველად".
ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სინანულით აღნიშნა, რომ დისკუსიებს კვლავინდებურად ართულებს თბილისის სურვილის არქონა წარმართოს მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. თბილისი, მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების გაფორმებას კვლავ რუსეთთან მოითხოვს.
"ჩვენს ქართველ პარტნიორებს დაჟინებით არ სურთ დაადგნენ საქმიანი, თანასწორუფლებიანი და სერიოზული დიალოგის გზას სოხუმთან და ცხინვალთან და ამას მივყევართ იქამდე, რომ დისკუსია ხანდახან იშლება ემოციების გამო. ასე მოხდა ეხლაც", _ აცხადებს კარასინი. ასეთი პოზიცია კარასინის თქმით "კონტრპროდუქციულია" ვინაიდან მოლაპარაკებებზე სოხუმმა და ცხინვალმა "კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზად არიან თბილისთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეთ".
ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნი მე-15 რაუნდი 2011 წლის მარტისათვის დაინიშნა.