დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გორიზიას ენმ-ში ფულის შოვნის გარდა არაფერი უნდათ, - ამის შესახებ ნიკა მელიამ " ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ არც ერთი მეგრელი, ვინც გორიზიას იცნობს, არ იტყვის, რომ ის პარტიაში ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობის გაზრდისთვის არის.
"კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ნიკა მელია, უამრავ, სხვა ათას ადამიანთან ერთად, რომელ მართალ თუ არამართალ გზას დაადგება? ეს არის ძალიან ცუდი. ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული და კალენდარით, მომავალ წელს, რომ 2024-ია ეს არ იციან. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი, რომელიც დააგვირგვინა გამარჯვებით, სიმართლით დაიწყო და არა სიძველით და სიყალბით. მათ რა უნდათ ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა არაფერი არ უნდათ. რა უნდა კეზერაშვილს, მერაბიშვილს, ზაზა გორიზიას? ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იმიტომ იბრძის, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო". - ამბობს მელია.