საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა ქვეყნის დედაქალაქ ათენთან, კუნძულ ევიაზე მოხდა.
მასშტაბურმა ხანძარმა კუნძულ როდოსის 10 პროცენტი გაანადგურა.
საბერძნეთი მეშვიდე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვის. კუნძულ როდოსზე დაახლოებით 20 000 ადამიანს მოუწია სახლებისა და სასტუმროების დატოვება. 2000-ზე მეტი დამსვენებელი სამშობლოში დაბრუნდა
ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს კუნძულ კორფუზე, საბერძნეთის დასავლეთით, და კუნძულ ევიაზე.
რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.