ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა საუბრები ცხადია გვაქვს და გვექნება, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიასთან გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია.
“ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა საუბრები ცხადია გვაქვს და გვექნება .ჩემი აზრით პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია.შესაბამისად ,სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს მე დარწმუნებული ვარ,რომ იბრძოლებს პუტინის კარის და ოლიგარქის და „რუსული პარტიის „წინააღმდეგ.
კომუნიკაცია არსებობს თუმცა, კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გვქონია-თქო მოგატყუებთ. თუმცა მნიშვნელოვანია ყველას ვესაუბროთ, აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს, ესეც ცხადია და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.