ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაგზავნა. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს Leopard 2A4 ტიპის ტანკების ბოლო პარტიას.
როგორც ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, სანტანდერის პორტიდან უკრაინის მიმართულებით გაემართა გემი ტვირთით, რომელიც როგორც მოსალოდნელია, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგვისტოში მიიღებენ.
„ესპანეთში გაგზავნილი ტვირთი, შედგება Leopard 2A4 ტიპის ოთხი ტანკისგან, ეს ტანკები დაემატება იგივე მახასიათებლების Leopard 2 ტიპის ექვს ტანკს, რომლებიც უკრაინულ მხარეს მანამდე უკვე გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამის გარდა, ესპანეთმა უკრაინაში გაგზავნა ათი დაჯავშნული ავტომობილი, ათი სატვირთო მანქანა და მრავალფუნქციური დაჯავშნული ავტომანქანა.
დახმარება ასევე მოიცავს სამ სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანას, ასევე დაჯავშნულ სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანას.