ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, ჩემო ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა აქ - ხორვატიის რესპუბლიკაში და სახელდობრ მის დედაქალაქ ზაგრებში - ყოფნა. დღეს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე. ამასთანავე, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი საელჩოს გახსნას და აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ელჩს კარგი გემოვნება ჰქონია, რადგან ფანტასტიკური ადგილი შეარჩია თვალწარმტაცი ხედით. ამასთანავე, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. დაბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.