აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ტერიტორიების ნახევარი უკვე დაიბრუნა, რომლებიც რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჰქონდა ოკუპირებული.
ამის შესახებ ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
„უკრაინამ უკვე დაიბრუნა ტერიტორიების 50 პროცენტი, რომელიც დასაწყისში {რუსეთის} მიერ იყო მიტაცებული“, - თქვა ბლინკენმა.
ამასთან, მისი თქმით, კონტრშეტევითი ოპერაციების დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ.
„ჯერ კიდევ კონტრშეტევის შედარებით ადრეული დღეებია. რთულია. ეს არ დამთავრდება მომდევნო კვირის ან ორი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, აშშ-ში ფიქრობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.