უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საერთაშორისო საზოგადოებას ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმის დაგმობისკენ მოუწოდებს. რუსეთის ძალების იერიშმა ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნგრევა გამოიწვია, დაიღუპა ერთი ადამიანი, 22 კი დაშავებული.
კულება Twitter-ში წერს, რომ რუსულმა რაკეტებმა ისევ მოიტანეს სიკვდილი და ნგრევა ოდესის ისტორიული ცენტრის, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა.
„მძლავრი შეტევა პორტის წინააღმდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებისათვის - ეს არის თავდასხმა საერთაშორისო საზოგადოებაზე. მოვუწოდებ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს დაგმონ ეს ბარბაროსული ომის დანაშაული“, - წერს კულება.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოდესაზე 23 ივლისის ღამეს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.
ქალაქის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.