რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის დასახლებების დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ერთი ქალი ემსხვერპლა კუპიანსკის დაბომბვას, ასევე დაიღუპა კაცი დასახლება დვურეჩნაიაში.
კუპიანსკში დაზიანებულია კერძო საწარმოს ტერიტორია. როგორც იუწყებიან, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის დასახლებებს ცეცხლი გაუხსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.