ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.