23 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა გიორგის მიძინების დღესასწაულს - გიორგობას აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ, გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობაში სახელ გიორგის პოპულარულობა გამოიკვლია. შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში 171 490 გიორგი ცხოვრობს. ეს სახელი მამაკაცთა სახელებს შორის პოპულარობით კვლავ პირველ ადგილზეა.
საქართველოში მამაკაცთა ყველაზე გავრცელებული სახელების ხუთეულშია, ასევე: დავითი (85597), ზურაბი (48350), ნიკოლოზი (44811) და ალექსანდრე (43516).
მსგავსი კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მოქალაქეთა ერთიანი მონაცემების ელექტრონული ბაზა შეიქმნა.