რუსეთი ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
რაკეტები ოდესის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს მოხვდა. მტერმა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი გაანადგურა.
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გემინიუკი თქმით, რაკეტები ძალიან დაბალ სიმაღლეზე იყო გაშვებული, ამიტომ მათი აღმოჩენა საკმაოდ რთული იყო, შესაბამისად, დარტყმა და განგაშის სიგნალის ჩართვა თითქმის ერთდროულად მოხდა.
„თავდაპირველად იყო ორი რაკეტა და როდესაც დაიწყო სამაშველო ოპერაცია, ხანძრის ჩაქრობა, ისევ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. საბედნიეროდ, მაშველებმა თავშესაფარში მისვლა მოახერხეს, მაგრამ დაზიანდა ბევრი სასოფლო-სამეურნეო და სამაშველო ტექნიკა“, – განაცხადა გემინიუკმა.