პარტია "დროას" თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია „სტრატეგია აღმაშენებლისა და „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ ერთობას სოციაულურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, ახალ ეტაპზე, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფუგურაცია უნდა შეიქმნას, გიორგი ვაშაძე თავს „ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს, „დროა“ კი - არა.
„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი, მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.
ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.
ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, ‘დროა’ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.
ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ იმ შედეგისთვის ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“, - წერს ელენე ხოშტარია.