ბერლინის შემოგარენის მოსახლეობამ 20 ივლისს პოლიციისგან უცნაური შეტყბონება მიიღო - გარეთ საშიში ცხოველი დადის! სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს არ გამოუშვან შინაური ცხოველები ქუჩაში, ბრანდენბურგის ფედერლაური მიწების მოსახლეობას კი რეკომენდაცია მისცეს არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები. იუწყება Deutsche Welle
მოგვიანებით, პოლიციელებმა დააზუსტეს, რომ საუაბარია ლომზე. თვითმხილველებმა ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შუაღამისას შენიშნეს. სამართალდამცავებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა, რომლებიც ტახზე ნადირობდნენ. მათ ვიდეოს გადაღებაც შეძლეს, რომლის შესწავლის შემდეგაც ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ საქმე აქვთ საშიშ მტაცებელთან.
ხელისუფლების განცხადებით, ლომის ძებნის ოპერაციებში ჩართეს ორი ვერტმფრენი, თუმცა ცხოველის კვალს ვერ მიაგნეს. სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოხვდა საშიში ცხოველი აღნიშნულ მხარეში. პოლიციაში განაცხადეს, რომ აღმოჩენის შემთხვევაში მას დააძინებენ და თავშესაფარში გაგზავნიან.
ექსპერტებმა მოქალაქეებს ურჩიეს, თუ ლომს გადაეყრებიან, პანიკაში არ ჩავარდნენ.
„წყნარად იდექით, გაშეშდით და შემდეგ შეეცადეთ, იპოვოთ უსაფრთხო ზონა – მანქანა ან შენობა“, – ურჩევენ ბერლინის მოქალაქეებს.