ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live“-ს ეთერში განაცხადა.
„ოპოზიცია არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. ისინი სარგებლობენ მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით, ამის დასტური არის, თუნდაც, ის, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს საზოგადოებამ იხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია და შემდგომ, რაც განსაკუთრებით საგულისხმო და ხაზგასასმელია, მაშინ, როდესაც იხურებოდა საგაზაფხულო სესია – ეს იყო ბოლო სხდომა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ აქ ჟღერდება საქართველოს ჰიმნი და, მათ შორის, ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამაღელვებელ მომენტშიც ოპოზიცია არ იყო დარბაზში და მათ ძალიან კარგად დააფიქსირეს და საზოგადოებისთვის ცხადი გახადეს თავისი აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის მიმართ; და, ასევე, ეს, პირველ რიგში, არის მათივე ამომრჩევლის უპატივცემულობა“ , – განაცხადა რატი ბრეგაძემ.