საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის რადას ფრაქცია „სლუგა ნაროდას“თავმჯდომარე დავით არახამია წერს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.
თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა“, - წერს დავით არახამია.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა: ‘უკრაინა იყო დაინტერესებული, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა”.