საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა.
სოფელ გამარჯვებაში დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 10 კილომეტრი. იგი თბილისის დროით 06:38 საათზე მოხდა.
მამიშლარში, მიწისძვრის სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა, სიღრმე კი 5 კილომეტრი ს იყო. მიწისძვრა 08:54-ზე დაფიქსირდა.