პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ნიკა მელია, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებენ და საარჩევნოდ პარტიაში თავს მოიყრიან ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანები.
„„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ალბათ ნიკა მელია პარტიიდან წავა და ეს იქნება არა მხოლოდ მელიას წასვლა, არამედ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც წავლენ. საარჩევნოდ „ნაცმოძრაობაში“ თავს მოიყრიან ყველაზე რადიკალურად განწყობილი და უპრინციპო ადამიანები, რადგან მათი საარჩევნო სტარტი ამაზე მეტყველებს. საპენსიო ასაკის 60 წლამდე ჩამოწევაზე საუბრობენ, რაც პოპულიზმის მწვერვალიც არაა, ამასაც გადაახტნენ. ამიტომ ვერცერთი ნორმალური პოლიტიკოსი ასეთ პოპულისტურ ლოზუნგს ხელს ვერ მოაწერს“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.