პოლონეთში, ქალაქ ბიტომში დაკავებულია საქართველოს 48 წლის მოქალაქე, რომელსაც პროკურატურა 15 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ან სხვა ხასიათის ქმედების ჩადენას ედავება.
დაზარალებულია სამი მოზარდი - 12 და 13 წლის, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ადგილზე პოლიცია დაცვის თანამშრომელმა გამოიძახა.
აუზის ტერიტორიზე მყოფი ადმიანები კაცის და მასთან ერთად მყოფი კიდევ სამი პირის იქვე დასჯას ითხოვდნენ, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.
პოლონური მედია წერს, რომ პოლიციას სავარაუდო დამნაშავეების გამოსაყვანად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.
კაცთან ერთად მყოფი კიდევ სამი პირი დაკითხეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.