საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის უკმაყოფილება ელექტრონულ მედიაში გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება იმის თაობაზე, რომ მედიაგამჭვირვალობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ეუთოს რეკომენდაციებს არ იზიარებს.
"მედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენლის წერილში დადებითად არის შეფასებული ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახითაა ჩამოყალიბებული. ერთადერთი შენიშვნის სახით არის ის რეკომენდაცია, რომ მედიაგამჭვირვალობის კუთხით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მათი ამოქმედების შემდეგ შექმნილ მაუწყებლებზე უნდა გავრცელდეს და არა უკვე მოქმედ კომპანიებზე. ჩვენ ეუთოს დასკვნას ვეთანხმებით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მისი მოქმედ კომპანიებზე გავრცელება მედიის გამჭვირვალეობას შეუწყობს ხელს. ასე რომ, ჟურნალისტებს ვთხოვ ობიექტურად გააშუქონ ის, რაზეც წერენ", - მიმართა ბაქრაძემ მედიის წარმომადგენლებს დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომით საშემოდგომო სესია დაიხურება.