გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა შეწყვიტოს შიმშილის, იარაღად გამოყენება მიმდინარე დამპყრობლურ ომში, რათა დამყარდეს მშვიდობა უკრაიანაში და მთელ მსოფლიოში. როგორც ბერბოკმა ნიუ იორკში გაეროს შტაბ-ბინაში განაცხადა, პუტინის მოქმედება აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ითვალისწინებს მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი ადამიანების მდგომარეობას.
მან მადლობა გადაუხადა გაეროსა და თურქეთს, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მარცვლეულის შეთანხმება. კრემლის მოქმედებებზე საუბრისას ბერბოკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი პუტინის იმედად არ რჩება და ფიქრობს, რომ მარცვლეულის გატანა უკრაინიდან შესაძლებელი გახდეს სახმელეთო გზით. „ჩვენ მომავალშიც უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რათა გქვონდეს {მარცლეულის} ტარნსპორტირების შესაძლებლობა ევროკავშირის გავლით დანარჩენ მსოფლიოში“, - განაცხადა ბერბოკმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები დასაწყისშივე არ შეეხო სურსათითა და მედოკამენტებით ვაჭრობას. „ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი შავს ისევ და ისევ თეთრს უწოდებს და მარცლეულს იყენებს როგორც იარაღს, მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა სისასტიკით აწარმოებს ის ომს“, - განაცხადა ბერბოკმა.