ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმიანება ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ აუსტრევიჩუსი ყველა ეტაპზე ჩვენი უახლოესი ისტორიის საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერი იყო.
ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების მთავრობის დროს, სანამ ასე ღრმად შეტოპავდნენ ანტიდასავლურ, ანტიქართულ საქმიანობაში, მანამდე ამ ადამიანისგან მოისმენდნენ მხოლოდ მხარდაჭერას ევროპარლამენტის ფარგლებში.
"ჩვენი პრობლემა დღეს ის არის, რომ ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც აქვს ფუნდამენტური ინტერესი საქართველოს მხარდაჭერისა ნატოში ინტეგრაციის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში - მანდ დაბადეს კონფლიქტი. იმ ხალხს დაუპირსპირდნენ ვინც საქართველოს სჭირდება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეგ არის ივანიშვილის რეჟიმის არსი, რომ საკუთარი ძალაუფლების სენარჩუნების საქმეს სწირავენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ქვეყნის უსაფრთხოებას".- ამბობს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ღარიბაშვილის ნატოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა "ეს არის პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება. ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო".