საქართველოს პარლამენტმა დასავლეთ ევროპის კავშირში ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა განსაზღვრა.
დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი კანდელაკი და დავით დარჩიაშვილი შევლენ. დღევანდელ სესიაზევე განისაზღვრა დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობა, რომელშიც ნუგზარ წიკლაური და ნიკა ლალიაშვილი დასახელდნენ.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ევროპის კავშირმა მიმდინა კვირას საქართველოს "პარტნიორის სტატუსი" მიანიჭა.