საქართველოში შიდსით სულ 51 ბავშვია დაავადებული. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განუცხადეს, მათგან 31 ბიჭი, 19 კი გოგოა.
"მხოლოდ 2007 წელს შიდსით დაინფიცირების 16 შემთხვევა გამოვლინდა, 2008 წელს _ 12, ხოლო წელს _ მხოლოდ 1", - განაცხადეს შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში.
მათი ინფორმაციით, 31 ბავშვი ამჟამად შიდსის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციისთვის: საქართველოში შიდსით სულ 16 ადამიანია გარდაიცვლილი,
რაც შეეხება ვირუსის გადაცემის გზებს, ოფიციალური ინფორმაციით, დედიდან შვილზე გადაცემის 47 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 1 _ ძუძუთი კვებით.