ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, რათა მთელმა ქვეყანამ კრემლის ხახაში არ ამოვყოთ თავი
მისი თქმით, ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს.
„ნებისმიერი საუბარი, რომ დღეს ან ხვალ შეიძლება ნატო საჭირო აღარ იყოს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია.ნატოში გაწევრიანება მხოლოდ დღეს კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ხვალ იმავე საფრთხეების წინაშე არ დადგე, რომელშიც დღეს უკრაინაა, რათა შენი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი განგრძობადათ იყოს დაცული.
სწორედ ამის წინააღმდეგ მოქმედებს დღევანდელი ხელისუფლება, რითიც მარტო და პირისპირ გვტოვებს რუსეთთან, ფაქტობრივად გვწირავს დღესაც და სამომავლოდაც. ამისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ხელისუფლება დამარცხდეს და მთელმა ქვეყანამ მარტოებმა რუსულ, კრემლის ხახაში არ ამოვყოთ თავი“ - გიორგი ნონიაშვილი