რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომდგენელი მარია ზახაროვა აშშ-სა დ დიდ ბრიტანეთს ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ადანშაულებს,
მარია ხაზაროვამ განაცხდა, რომ კიევის „რეჟიმი“ არის „ტერორისტული და აქვს საერთაშორისო ორგანიზებული ტერორისტული დაჯგუფების ყველანაირი ნიშანი“. მისი თქმით, კიევში გადაწყვეტილებებს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მონწილეობით იღებენ.
„დღევანდელი თავდასხმა ყირიმის ხიდზე განახორციელა კიევის რეჟიმმა. გადაწყვეტილებებს იღებენ უკრაინის ოფიციალური პირები და სამხედროები ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების, ასევე პოლიტიკოსების უშაულო მონაწილეპბით. აშშ და დიდი ბრიტანეთი ახორციელებს ტერორისტული სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელობას“, - დაწერა ზახროვამ ტელეგრამ-არხზე.
ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და ერთი დაშავდა. მომხდარის გამო ყირიმის ხიდზე შეწყვეტილი იყო ტრანსპორტის გადაადგილება. რუსეთში აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა უწოდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია იყო. მათივე ცნობით, იერიში წყალზედა დრონებით განხორციელდა.