უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას კონტრშეტევის შედეგდ უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.
როგორც მალიარი ტელეგრამზე წერს, შეტევის შედეგად ამ დროისათვის ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 210,5 კვადრატულო კილომეტრი ტერიტორია.
მანამდე,16 ივლისს მალიარმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფრონზტე ვითარება გართულდა. ოკუპანტები ორი დღის განმავლობაში აქტიურად უტევდნენ კუპიანკის მიმართულებით და ხარკივის ოლქში.
რაც შეეხება ბახმუტის, ქალქის გარშემო სამხრეთ ფლანგზე უკრაინის დამცველები ყოვედლღიურად წინ მიიწევენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ავდიივკისა და მარინკის მიმრთულებით მტერი განაგრძობს შეტევით მოქმედბებს, თუმცა ფრონტის ხაზი არ იცვლება. ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი კილომეტრით წინ წაიწიეს.