მეორე დღეა ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, რომელიც კანარის კუნძულებს ეკუთვნის, მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. იუწყება El Pais.
ხანძარმა უკვე მოიცვა 4 675 ჰექტარი. ხანძრის ქრობის ოპერაციაში 400 ადამიანი მონაწილეობს. ცეცხიმა ტაბურიენტეს ეროვნულ პარკშოც შეაღწია.
ამჟამად, ტიხარაეფესა და პუნტაგორდას მუნიციპალიტეტებიდან ევაკუირებულია 4 255 ადამიანი. ასობით მცხოვრებმა თავი ლოს-ალიანოს-დე-არიდანის მუნიციპალურ პავილიონს შეაფარა, რომელიც ადრე ვულკანის ამოფრქვევის დროს ხალხის თავშესაფრად გამოიყენებოდა.
კუნძული ლა პალმა, სადაც 75 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არქიპელაგზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტყით დაფარული ადგილია. ბოლო მასშტაბური ხანძარი 2020 წლის აგვისტოში ელ-პასოს მუნიციპალიტეტში გაჩნდა, ვულკანის ამოფრქვევამდე ერთი წლით ადრე. ხანძარმა მაშინ 1 200 ჰექტრი ფართობი მოიცვა.
მანამდე, 2021 წელს კუნძულზე ვულკან კუმბრე ვიეხას ამოფრქვევა სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ სტიქიამ 2 000 სახლი გაანადგურა, ათასობით ადამინი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.