უკრაინა ვახშამზე იყო მიწვეული, არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს ორემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმს ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ [ნატო-ს სამიტზე] ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, საგარეო საქმეთა მინისტრი გავაგზავნეთ. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული მთავარ პანელზე და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. ასევე გეტყვით - ჩემთანაც იქნა გარკვეული შემოთავაზება ვახშამზე იყო საუბარი, საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი არ დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.