ლისაბონის სტრატეგიული კონცეფცია სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფლიქტებთან მიმართებაში ნატოს პოლიტიკას არ ცვლის.
ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
"ნატო შეშფოთებულია ძალადობრივი ფაქტების გამო, თუმცა ორგანიზაციას კონფლიქტების მოწესრიგებაში უშუალოდ ჩართვა არ შეუძლია", - აღნიშნა აპატურაიმ.
მისივე განმარტებით, ლისაბონის სამიტის კონცეფცია პატრნიორ ქვეყნებთან პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს - აქცენტრი გაკეთდება კრიზისულ მართვაზე, მათ შორის კიბერ და ენეტგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს აპატურაი 2011 წლის დასაწყისში ყველა კავკასიურ სახელმწიფოში გეგმავს ვიზიტის.