აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო ძალების არსებული პოტენციალი ქმნსი არაიდელაურ პირობებს უკრაინისთვის ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის არმიის შტატების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის დირექტორმა, გენერალ-ლეინტენანტმა დუგლას სიმსმა განაცხადა.
მისი თქმით, ის პირობები, რომელშიც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები დროთა განმვალობაში იცვლება, „მაგრამ ახლა პირობები F-16-ბის გამოყენებისთვის, სავარაუდოდ იდეალური რ არის“.
„მე მხედველობაშოი მქვს ის, რომ რუსებს ჯერ კიდეევ აქვთ საჰაერო თავდაცვის გარკვეული პოტენციალი, ამიტომ F-16-ების ის რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილი იყო, შესაძლოა, არ არის იდეალური იმისთვის, რაც ახლა ხდება“, - განმარტა დუგლას სიმსმა.
ამასთან, მან აღნიშნ, რომ მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, გადაწყვეტენ, როგორ გამოიყენოს უკრაინამ ამერიკული გამანადგურებლები.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა იმედი, რომ დასავლური ავიაგამანადგურებლები უკრაინის საჰაერო სივრცეში 2024 წლის გაზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება.