დღეს, ევროკავშირის საელჩოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ლევან ხაბეიშვილი და გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი, ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკს შეხვდნენ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საუბარი ჰქონდათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე მომხდარ თავდასხმებზე.
მისივე თქმით, მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა, რომ ის პირადად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებულ პროცესში.
“ევროკავშირის სამედიცინო მისია გუშინ შევიდა მიხეილ სააკაშვილთან. მე მადლობა გადავუხადე ევროკავშირის ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩართული ამ საქმეში. მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო პოლონეთის საელჩოს და ყველა იმ დაინტერესებულ ადამიანს, ვინც უზრუნველყო პრეზიდენტ სააკაშვილთან ბოლოს და ბოლოს, ოთხი თვის დაგვიანებით ევროკავშირის სამედიცინო მისიის შესვლა. ჩვენ ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსზე და რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და რას აკეთებს რუსული პარტია, თუ როგორ საბოტაჟირებს. ევროკავშირის ელჩს ვაჩვენე ფოტოები, დავით ოსიყმაშვილის, რომელიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომელი, რომელსაც დახვდნენ სახლთან და უმოწყალოდ სცემეს, სახის ძველი აქვს დამტვრეული, ასევე ვაჩვენეთ ზაზა ციციშვილის ფოტო, რომელსაც პენსიონერებთან შეხვედრის დროს საგარეჯოში მოხვდა ქვა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან. სხვათა შორის დღეს ასევე შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიშა მშვილდაძის ცემაზე, რომელიც სუს-მა უზრუნველყო და დაგეგმა, საუბარი გვქონდა ზურა ჯაფარიძის მიმართ თავდასხმაზე, 16-17 წლის ბავშვებს როგორ მიუვარდნენ ბორჯომში, უნივერსიტეტში ახალგაზრდებს რომ სცემენ, ვისაუბრეთ ლევან ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე და დღეს სანამ შევიდოდი ევროკავშირის ელჩთან ვნახე ინფორმაცია, რომ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს გაუტეხეს ავტომობილი. ეს არის კონკრეტული გზავნილები სუს-ის და რუსული პარტიის მხრიდან, რომ უნდა ეშინოდეს ყველას, მაგრამ მე მედიაზე მაღალი წარმოდგენის ვარ, მათ ბრძოლაზე, რომელსაც აშუქებენ შუა ეპიცენტრიდან, როდესაც ქვებს ისვრიან, მათ შორის სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებსაც გხვდებათ ხოლმე ქვები და არ ტეხავს, რომ მოჰყვეთ ვიღაც-ვიღაცები ქვებს რომ გესვრიან, ეს უნდა მოჰყვეთ, ჟურნალისტური ვალდებულებაა თქვენი, რომ საზოგადოებას ქვა რომ მოარტყეს და მიკროფონი წაგართვეს, ეს უნდა მოჰყვეთ, არ არის სირცხვილი და დანარჩენ ოპოზიციურ მედიებს როგორ ექცევიან ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, ზედმიწევნით, დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში ევროკავშირის ელჩი, ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ისიც ვუთხარით, რომ ყველგან, სადაც წავალთ, რუსული პარტია გამოგვეკიდება ქვებით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.