დღეს, 17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს "თავისუფლების ქარტიას" დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, რომ ~თავისუფლების ქარტია~ ~ლუსტრაციის შესახებ~ კანონსა და ე. წ. ~პატრიოტის აქტს~ აერთიანებს და გულისხმობს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს; ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღრიცხვისა და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას; კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვა ინიციატივებს.
ამასთან, საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური და ფაშისტური სიმბოლიკები აიკრძალება და დასახლებული პუნქტებს, რომელთაც ჯერ კიდევ აქვს საბჭოთა დასახელებები შემორჩენილი, სახელები შეეცვლება.