დღეს, 17 დეკემბერს, "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდება.
კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში დასუფთავების მოსაკრებლის ზედა ზღვარი უქმდებოდა და თვითმმართველ ორგანოებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, დასუფთავების მოსაკრებელი გაეზარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება 10 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააპროტესტა და დასძინა, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდიოდა.
უმრავლესობა შეთანხმდა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ზედა ზღვარი არ გაუქმდებოდა.
კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტით, კი 1 სულ მოსახლეზე საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის მოსაკრებლის ზედა ზღვარი 3 ლარი იქნება, იურიდიული პირების მომსახურებაზე კი მოსაკრებელი იგივე დარჩება - 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.