დღეს, 17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღევისთვის ჯარიმებს დაამტკიცებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურული შენობა-ნაგებობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურულ შენობა-ნაგებობის, სკოლამდელი აღზრდის, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ "თამბაქოს კონტროლის შესახე" კანონის გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ამასთან, თამბაქოს პროდუქციის დიზაინის დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვთა კვების პროდუქტებით წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა 2 000 ათასი ლარით დაჯარიმდება.