გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომან "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სატელევიზიო სერიალის გადაღება იგეგმება.
გამოცემა "The Hollywood Reporter"-ის ინფორმაციით, ნინო ხარატიშვილის წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდუსერები იმუშავებენ.
"მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" 2014 წელს გერმანულ ენაზე გამოვიდა. რომანი ერთი ოჯახის საგაა. ამ წიგნისთვის ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლ ბრეხტის პრემია მიიღო. 2020 წელს რომანი ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.