ევერესტთან, ნეპალის ავიაკომპანია Manang Air ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორზტე ხუთი მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენთან კავშირი აფრენიდან 15 წუთის შემდგე დაიკარგა. ბორტზე ადგილობრივი პილოტი და ხუთი მექსიკელი იმყოფებოდა.
ვერტმფრენი ნეპალის სოლუკჰუმბუს რეგიონში დაიკარგა, აღნიშნული რეგიონი ევერესტს ესაზღვრება.
მოგვიანებით, ადგილობრივებმა შესაბამის სამსახურებს აცნობეს, რომ ვერტმფრენი სოფელ ლიხუპიკესთან ახლოს პოვეს. ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაღუპულია.
კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის. თუმცა ამ ადგილას მაღალმთიანი კლიმატიდან და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.