დღეს, 17 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას ელოდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ განუცხადა, მინისტრი დეპუტატებს ეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესებს, რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხება ეკონომიკის განვითარების ახალი სტრატეგიას.