ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა.
"ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ როგორც კი უკრაინაში ომის აქტიური ფაზა მორჩება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მორჩება უკრაინის გამარჯვებით ან დამანგრეველი სრულად რუსეთისთვის, ან შედარებით უფრო ნაკლებად, მაგრამ უკრაინის გამარჯვებით, უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ეს არის ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ტრაგიკული ამბავია, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელსაც არათუ არაფერი გაუკეთებია, რომ საქართველო ამავე კონტექსტში ყოფილიყო და ეს ნაბიჯი გადაგვედგა, არამედ პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა და საოცრება უნდა მოხდეს, რომ ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლოს, რომ უკრაინას უბრალოდ მიჰყვეს საქართველო:.- ამბობს გიგა ბოკერია.
მისივე თქმით, საბოლოო შედეგი და ქვეყნის დაცულობა, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის გამოცვლის გარეშე არის შეუძლებელი.