თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული - ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი, ხოლო რვას სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.
ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა ლაშა ფურცხვანიძეს, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო სამი წლის ვადით ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით.
2022 წლის13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.