8 ივლისს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაბომბეს. დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, ხოლო 5 დაშავდა.
საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ტერორისტებმა ლიმანს ცეცხლი ადგილობრივი დროით 10 საათისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდნ გაუხსნეს. ჭურვები კერძო სექტორს მოხვდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მაღაზია.