რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს რიგრიგობით სძინავთ. ასე უპასუხა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა დღეს რუსეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში რუსეთის მოქალაქეთათვის პასუხების გაცემისას კითხვას: ვინ მართავს ქვეყანას როდესაც მას და დიმიტრი მედვედევს სძინავთ.
"ჩვენ რიგრიგობით გვძინავს, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ეჭვი არ შეგეპაროთ", _ განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემა სახელწოდებით "საუბარი ვლადიმერ პუტინთან. გაგრძელება" 4 საათი და 24 წუთი გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა 81 კითხვას უპასუხა.