რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადეს, რომ მოსკოვში მომხდარ არეულობებზე პასუხისმგებლობა მოლოდ რუს ახალგაზრდებს არ ეკისრებათ. მისივე აზრი ახალგაზრდულ პოლიტიკაში არსებული ჩავარდნები არ შეიძლება მხოლოდ რუსეთის ახალგაზრდობას დაბრალდეს. ასე უპასუხა პუტინმა პირდაპირ ეთერში რუსეთის მოქალაქის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მოსკოვში მომხდარი არეულობების გამო ხომ არ იგეგმება რომელიმე საკადრო ცვლილება ახალგაზრდობის სამინისტროში.
"ეს კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ ერთი უწყება ამას ვერ გადაწყვიტავს. ეს უნდა გადაწყდეს რეგიონალური დონეზეც. ამას ვერ გადაწყვიტავს მხოლოდ ერთი უწყება და მთავრობა. ეს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგარი ამოცანაცაა", _ განაცხადა პუტინმა